რუმინეთში საქართველოს ელჩი: საქართველო ეკუთვნის ევროპას

17-04-2024 17:36:58 ციტატა

„საქართველო ეკუთვნის ევროპას – მრავალფეროვნების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სივრცეს“, – წერს რუმინეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე 17 აპრილს.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს 83 დეპუტატის მხარდაჭერით პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი". პარალელურად იმართება საპროტესტო აქციები, მმართველ გუნდს პროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირიდან და მიუხედვაად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ეს კანონპროექტი ევროპულია, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კანონი ქვეყანას არ დაახლოებს ევროკავშირს, პირიქით, შექმნის პრობლემებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები