აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დახურვა დაიწყო

17-04-2024 17:26:11 კონფლიქტები

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლით ინიცირებული "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი ჯერ არ მიუღიათ, ოკუპირებულ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დახურვა დაიწყეს.

კერძოდ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ანგარიშები დაუხურეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრს".

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დე-ფაქტო გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ მიიღო.

ამასთან, როგორც «Абхазский портал» წერს, მიმდინარეობს ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების პირადი ანგარიშების უკანონო შემოწმებაც.

"ყველა ეს ქმედება უკანონოა, არაკომპეტენტური და წარმოადგენს პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებას. როცა მოქალაქეს აიძულებ, უკანონო შემოწმებები ახორციელოს, ეს ჩვენს კანონებსა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება" - ამბობს ადგილობრივი იურისტი საიდ გეზერდავა.

ცნობისთვის: კრემლი უკვე ორი წელია, ცდილობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს "აგენტების შესახებ" სადამსჯელო კანონი მიაღებინოს, თუმცა საზოგადოებრიობის პროტესტის გამო შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწია. სადღეისოდ კანონპროექტი დე-ფაქტი პარლამენტშია შეტანილი განსახილველად, თუმცა განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები