ვაკეში სროლა იყო, დაჭრილია სამი პირი

17-04-2024 15:58:29 საზოგადოება

თბილისში, ვაკეში ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. შემთხვევა დღეს 12:00 საათისთვის მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი. მათი თქმით, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები