კუბილიუსი: ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც მიზანმიმართულად იღებს ანტიევროპულ კანონს

17-04-2024 15:39:32 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კვლავ ეხმიანება "აგენტების" შესახებ კანონის ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხაზს უსვამს პროექტის ანტიევროპულ სულისკვეთებას.

"ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ისეთ ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც მიზანმიმართულად იღებს კრემლის ჰიბრიდული დღის წესრიგის ანტიევროპულ, უცხოური აგენტების კანონს",- წერს ლიტვის ყოფილი პრემიერ– მინისტრი, ევროპარლამენტარი X-ზე.

საპარლამენტო უმრავლესობას პროტესტის ფონზე მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები