პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა

17-04-2024 14:53:30 პოლიტიკა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა.

ტაბატაძის აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნას ხმა 83-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ბერაიას სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყდა. მის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ლევან მაჭავარიანი შევიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები