ილია თოფურია: მტკივნეულია ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის

17-04-2024 13:42:06 საზოგადოება

მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ილია თოფურიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ და სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.

„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.

ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები