„ჯეოქეისი“: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

17-04-2024 13:02:36 პოლიტიკა ,რეკლამა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიოდ ნეგატიური რეაქცია ხაზს უსვამს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივისა და მისი თანმდევი რიტორიკის ანტიევროპულ და ანტიდასავლურ სულისკვეთებას. ასევე, დასაფიქრებელია ამ ინიციატივისა და მასთან დაკავშირებული კამპანიის თავსებადობა ქვეყნის ძირითად კანონთან. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტორები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ორგანიზაციები არიან. ამდენად, მათი სათანადო მხარდაჭერის გარეშე საქართველო პირისპირ დარჩება ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან. საქართველოს სახელმწიფოს ბედისწერა და მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების არსი სწორ ისტორიულ არჩევანშია. „ჯეოქეისის“ მისია, დღიდან მისი დაფუძნებისა, იყო, არის და დარჩება საქართველოს ამ ისტორიული არჩევანის განხორციელებაში სრული თანადგომა და მხარდაჭერა", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები