დაშავებული დემონსტრანტი: „ამ კონკრეტულმა შემთხვევამ უფრო მომცა მოტივაცია“

17-04-2024 12:38:32 საზოგადოება

დემონსტრანტი ცნობილი კადრებიდან, სადაც ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი ჯერ მას ჩიხში კედელზე ანარცხებს და შემდეგ სცემენ, ამბობს, რომ მენჯის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

„ხელი მტაცა ვიღაცამ... შემდეგ უკვე ვიდეოთი გავაცნობიერე, რომ კედელს მივარტყი თავი და 3–4 წამი თურმე გათიშული ვიყავი. ავდექი, წამოვედი...მაგრამ მამაჩემმა კლინიკაში რომ გადამიყვანა, მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ტვინის შერყევა მაქვს და მენჯის ძვლის მოტეხილობა“,– ყვება დიმიტრი ბერიძე და დასძენს, „ჩემი მხირდან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ჯამში ჩვენ უფრო მშვიდობიანი მომიტინგეები ვიყავით“,– ამბობს დაშავებული დემონსტრანტი.

„ამ კონკრეტულმა შემთხვევამ უფრო მომცა მოტივაცია“,– აღნიშნავს დაშავებული დემონსტრანტი.

გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათისთვის, როდესაც აქციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ადგილზე მაინც რჩებოდა მომიტინგეთა გარკვეული ჯგუფი, შსს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილმა დანაყოფებმა მოულოდნელად შეუტიეს დემონსტრანტებს. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სცემენ მომიტინგეებს სპეცრაზმელები. ძალადობის შესახებ იტყობინებიან ჟურნალისტებიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები