რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა, ჩერნიგოვში, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

17-04-2024 11:34:19 მსოფლიო

დღეს დილით რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა.

მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევის სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის და პოლტავის ოლქებში.

ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ჩერნიგოვის საცხოვრებელ რაიონებზე სამი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები