კახა კალაძე: ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება

17-04-2024 11:30:54 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.

„იცით, რომ ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ 18 - მეტრიან ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეთა მოტორსი“, რომელიც მოგვაწვდის „მანის“ მარკის 40 ერთეულს, რომელიც გაზზე მომუშავეა, ისეთივეა, როგორიც დღეს თბილისში გადაადგილდება. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ადამიანებს გაჩერებაზე დიდხანს არ უწევდეთ ლოდინი, ლოდინის დროის შემცირება მნიშვნელოვანია. ერთ წელში უნდა მოხდეს ავტობუსების მოწოდება“, - აღნიშნა კალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები