აქციის მონაწილე, რომელსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა: "ტვინის შერყევა მაქვს"

17-04-2024 11:02:05 საზოგადოება

ახალგაზრდა დემონსტრანტი, დიმიტრი ბერიძე, რომელსაც 16 აპრილს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა,აღნიშნავს, რომ "თავს კარგად გრძნობს, თუმცა ტვინის შერყევა აქვს". ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს,16 აპრილის ღამეს, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს.

16 აპრილის აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, 15 აპრილის ღამეს – 14. აქციებზე დაშავებულია არაერთი ადამიანი. 16 აპრილს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ "წიწაკის სწრეი" და ხელკეტები გამოიყენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები