სპეცრაზმმა პარლამენტთან დარჩენილი მოქალაქეები და ჟურნალისტები სცემა

17-04-2024 01:40:57 საზოგადოება

პარლამენტთან დარჩენილი მოქალაქეები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ. სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები დემონსტრანტებს ქუჩის კუთხეში იმწყვდევენ, ძირს აგდებენ და ჯგუფურად სცემენ. ძალადობის კადრები მედიამაც დააფიქსირა.

ძალადობის შესახებ საუბრობსნ ჟურნალისტებიც.

„რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავები, მეც უკან მივყვებოდი და უკან რომ გამოვიხედე მომყვებოდნენ ნიღბიანები, რომლებმაც შემიშალეს ხელი მუშაობაში, ტელეფონზე ამაფარეს ხელი, მერე ვიღაც სხვა მოვიდა და ჩამარტყა, ერთმა ტელეფონი წამართვა, მერე დამიბრუნეს.[...] თავიდან რომ ვიღებდით ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად მოვიდა და დამარტყა“,– ყვება ალექსანდრე ქეშელაშვილი.

„აპრილი“ მედიას ინფორმაციით, მის ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს სპეცრაზმმა სცემა.

„მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს“ - თქვა გიორგი ბასხაჯაურმა.

„ტაბულას“ ინფორმაციით, მის ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.

ამ დროისთვის დაკავებულების შესახებ სრული ინფორმაცია უცნობია. შსს 11 დაკავებულის შესახებ იტყობინებოდა, თუმცა მას შემდეგ დაფიქსირდა დაკავების შემთხვევები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები