ჯაფარიძე: ჯერ გვირტყამდნენ, შემდეგ "წიწაკის სპრეი" შემოგვასხეს

16-04-2024 23:01:26 საზოგადოება

ჯერ გვირტყამდნენ და გამოგვწიეს, შემდეგ "წიწაკის სპრეი" შეგვასხეს ძალიან ახლო მანძილიდან,– ასე აღწერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან განვითარებულ მოვლენებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

პარლამენტის უკანა მხარეს ვითარება დაიძაბა. პოლიციურმა ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაფიქსირდა დაკაების ფაქტებიც. ცნობილია, რომ მათ შორის არიან "გირჩი – მეტი თავისუფლების" და "ლელოს" წევრები. ამ დროისთვის ტერიტორია პოლიციურ ძალებს აქვთ დაკავებული.

ჯაფარიძე იხსენებს, რომ დემოსნტრანტებსა და ე.წ. რობოკოპებს შორის დისტანცია იყო.

"არავის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ვიდექით და რატომ გადაწყვიტეს, რომ წამოსულიყვნენ შეტევაზე, სრულიად გაუგებარია. ჯერ გვირტყამდნენ და გამოგვწიეს, შემდეგ წიწაკის სპრეი შეგვასხეს ძალიან ახლო მანძილიდან. დისტანციაც იყო, არავინ არ ეკარებოდათ",– თქვა ჯაფარიძემ.

16 აპრილის აქციაზე დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები