მილერი: მხარს ვუჭერთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

16-04-2024 22:49:38 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ეხმიანება "აგენტების კანონის" ირვლივ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გამოხატავს შეშფოთებას კანონპროექტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს"- თქვა მილერმა. [ფორმულა]

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები