კუპრაძე: მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს

16-04-2024 22:22:11

"მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს", - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვიტარება მოულოდნელად დაიძაბა. პოლიციურმა ძალებმა დემონსტრანტებისგან ტერიტორიის გაწმენდა დაიწყეს. სავარაუდოდ, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი, დაფიქსირდა დაკავების ფაქტებიც.

არსებული ინფორმაციით კუპრაძე სწორედ პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები