შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს

16-04-2024 22:14:33

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს დემონსტრანტებისადმი მიმართვით, რომელშიც პოლიციელის დაშავებაზე საუბრობს, თუმცა არაა საუბარი დაკავებულ დემონსტრანტებზე, რომელთა დაკავების ფაქტიც პარლამენტთან დაფიქსირდა. არც დემონსტრანტების დაშავებაზე მახვილდება ყურადღებას.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან.

აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",– ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის პარლამენტის უკანა შესასვლელი პოლიციურ ძალებს აქვთ დაკავებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები