პარლამენტის უკანა შესასვლელთან სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

16-04-2024 21:54:00 საზოგადოება

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც დემონსტრანტების ნაწილია მობილიზებული, დაძაბულობა იყო.

პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა და ადგილი ჰქონდა შეხლა–შემოხლას. ძალოვანებმა სავარაუდოდ, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სრეიც.

დემონსტრანტთა ნაწილმა შესასვლელისგან ოდგან მოშორებით, სკვერისკენ გადაინაცვლა, ხოლო ადგილი, რომელიც მანამდე დემონსტრანტებს ეკავათ, პოლიციურმა ძალებმა დაიკავეს.

როგორც იუწყებიან, ამ დროისთვის მოქალაქეები ფაქტობრივად პოლიციელთა ალყაში არიან მოქცეული.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები