პარლამენტთან წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული

16-04-2024 21:19:39

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

ცნობილია, რომ პოლიციური ძალები ჰყავთ შეყვანილი პარლამენტის ეზოშიც.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გამოხატავენ პროტესტს. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობას სავარაუდოდ, სამართალდამცველთა კორდორის საშუალებით დატოვებს ისე, როგორც გუშინ. დემონსტრანტები დეპუტატების მისამართით სკანდირებენ, "რუსებო!".

შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები "აგენტების" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა მეორედ ცდილობს.

ამ დროისთვის პლენარული სხდომა დასრულებულია და კანონპროექტის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები