მდინარაძე – დემონსტრანტებთან გასვლაზე: მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე იდეას,მერე რას შვებით, ხალხო?

16-04-2024 20:06:05 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციონერი დეპუტატების შეთავაზება, პარლამენტთან საპროტესტოდ გასული მოქალაქეებთან ესაუბრა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე. შეთავაზებამ და პასუხმა პლენარულ სხდომაზე გაიჟღერა, რომელზეც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მდინარაძე ამბობს, რომ 10–20 პროვოკატორი ყველგან მოიძებნება.

„მე მართლა არ ვიზამდი, რომ თქვენ წინააღმდეგ რაღაც აქცია იყოს, "წამოდი იმ აქციაზეო", ასეთ რისკზე მე არ შეგაგდებით... ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000-10 000 ადამიანში და არ შეიძლება… მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევს... ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით, როგორ შეიძლება, ეგ არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს… „იმ ხალხთან ჩამოდიო“, ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა… რომ ავდგე და მართლა ჩავიდე და თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს რას გამოიწვევს? მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით და არგუმენტებით ქართულია, მერე რას შვებით, ხალხო?! ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?!“, – თქვა მდინარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები