თაკო ჩარკვიანი: ვისთან იგებთ, იმ ერთ კაცთან? ის დაახვევს და წავა?!

16-04-2024 19:45:49 ციტატა

"სამშობლოსთან ხომ აგებთ და ვისთან იგებთ? იმ ერთ კაცთან? ის დაახვევს და წავა?! რას ერჩით თქვენს შვილებს?! [...]რა გამოიგონეთ ეს ბინძური კანონი? სულ რომ ფიქრობდეთ, რომ სწორია, ის ხომ იცით, რომ დასავლეთის 27 ქვეყანას არ უნდა დავუპირისპირდეთ და რუსეთის პირისპირ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა? ჯერ შევიდეთ, როგორმე გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, იქ იქნება გამჭვირვალე, როგორც სხვა ქვეყნებშია. ჯერ გავხდეთ წვერები და მერე მივიღოთ, ვინ დაგვიშალა? პირიქით. ახლა კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის პირობებში როგორ მივიღოთ ეს კანონი? ბანდიტებს და ყაჩაღებს ასამართლებინებთ არასამთავრობოებს! სად გიჩივლოთ მერე იმ ხალხმა? საკუთარ თავს არ გამოუტანოთ განაჩენი, მე მეტი არაფერი შემიძლია, გირჩიოთ. კატასტროფული ტვირთი არ დაიდოთ მხრებზე“,– მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები