პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

16-04-2024 19:35:20 საზოგადოება

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, სწორედ ამას მოჰყვა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა–შემოხლა.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ პასუხის გარეშე ვერ დატოვებს პარლამენტს ვერც ერთი, რომელიც "აგენტების" შესახებ კანონს დაუჭერს მხარს.

ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის მტკიცებით, აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელების მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა.

გოგა მემანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, პოლიცია სწორედ ამიტომ არის მობილიზებული.

„მე რაც ვნახე აქ - მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე.

ვინ მიიღო ფიზიკური დაზიანება? აქციის მონაწილეებს ვხედავ, მაგრამ პოლიციელების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. აქ რომ არ მოხდეს შენობის [პარლამენტის – რედ.] პიკეტირება, ამიტომ ვდგავართ აქ“, - აღნიშნა მემანიშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს "აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები