PACE-ს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას "აგენტების კანონზე" მოსაზრების მომზადება სთხოვა

16-04-2024 18:05:26 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას რუსულ კანონთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე,– იტყობინება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი.

„ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE – ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC – სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე.

ამ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

"აგენტების" შესახებ კანონპროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები