დეკანოიძემ "ქართულ ოცნებას" "ქართუს" უცხოური შემოსავლები შეახსენა

16-04-2024 17:56:15 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, განაცხადა, ფონდი “ქართუ“ არაკომერციული იურიდიული პირია, მისი ძირითადი შემოსავალი არის უცხოეთიდან და დაინტერესდა, “ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ხვდება თუ არა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ქვეშ.

“კანონპროექტით, ფონდი “ქართუ“ მოხვდება თუ არა როგორც უცხო ქვეყნის გავლენის მატარებელი? ფონდი არის არაკომერციული სუბიექტი, “ქართუს“ ძირითადი შემოსავლები არის უცხოური ქვეყნიდან - არ ვიცი, ეს ოფშორია თუ რა არის... ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან არ არის. კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ჩაითვლება თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად?“, - მიმართა კითხვით დეპუტატმა მამუკა მდინარაძეს.

ამასთან, დეკანოიძემ გაიხსენა, რომ პროექტს ყველა საერთაშორისო პარტნიორი აკრიტიკებს და დაინტერესდა, არის თუ არა მზად “ქართული ოცნება“, კანონის მიღების სანაცვლოდ ევროინტეგრაციაზე თქვას უარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები