ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

16-04-2024 17:14:42 ეკონომიკა

16 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურსა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.63 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8387 ლარი გახდა.

1.04 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3243 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.22 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები