"ნუ იტყუებით, აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს არ შეეხებაო" - სოფიო შამანიდი "აგენტების კანონის" ნეგატიურ შედეგებს აღწერს

16-04-2024 14:50:27 პოლიტიკა ,საზოგადოება

პროფესორი სოფიო შამანიდი მმართველი გუნდის წევრების მტკიცების ფონზე, რომ "აგენტების კანონი" მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებათ, აღწერს, თუ როგორ აისახოს კანონის მიღება, მათ შორის აკადემიურ წრეებზე.

„ინსტიტუტს, სადაც მე ვმუშაობ – თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტიტი, აქვს ფონდი. ამ ფონდში წლებია სხვადასხვა ბერძნული ფონდებიდან თუ ბერძნული სახელმწიფოდან მიზნობრივი თანხები ირიცხება. რას ვაკეთებთ ამ ფულით? გამოვცემთ წიგნებს, ვატარებთ კონფერენციებს, კვლევებს, ვუხდით სტიპენდიას ბიზანტინისტიკის სტუდენტებს (ვისაც ამის საჭიროება აქვს), ვთარგმნით და გამოვცემთ ბერძნულ ლიტერატურას, ვასწავლით ბერძნულ ენას სკოლებში, რომლებშიც ამ ფულით გამოცემულ სახელმძღვანელოებს უფასოდ ვარიგებთ. ამ ფონდის 100% უცხოეთიდან შემოსული ფულია.

რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ? დავრეგისტრირდეთ უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებლებად? არა, ცხადია. შესაბამისად დავემშვიდობებით იმას, რაც ზემოთ ჩამოვწერე. ჰოდა, მამუკა მდინარაძე, ნუ იტყუები, აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს არ შეეხებაო. გაიძვერა შენ“,- წერს სოფიო შამანიდი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები