რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველზე გამოაცხადა ძებნა

16-04-2024 11:50:53 საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე გიორგი გელაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა და დაუსწრებლად დააპატიმრა "ექსტრემიზმისთვის",– ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იტყობინება.

"გამომძიებლებმა გამოსცეს დადგენილება 2002 წელს დაბადებული გეორგი ბესიკის ძე გელაშვილის შესახებ, რომელიც წინასწარი გამოძიების ორგანოებს ემალება. მას სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში ედება ბრალი. გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად პატიმრობის მოთხოვნით მიმართა" - წერს რუსული მედია.

რუსეთს უკრაინაში მებრძოლ ათობით ქართველზე აქვს ძებნა გამოცხადებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები