პარლამენტთან აქცია  12:00 საათიდან განახლდება

16-04-2024 10:54:28 საზოგადოება

16 აპრილს, 12:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდება "აგენტების კანონის" საპარლამენტო განხილვის გაგრძელების პარალელურად.

საკანონმდებლო ორგანოში 16 აპრილს 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12 საათიდან პლენარული სხდომა.

15 აპრილს, იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "აგენტების კანონს". განხილვა მთელი დღის განმავლობაში, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში პროტესტი იყო საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს. აქციამ საღამოს 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. ცნობილია, რომ პოლიციამ 14 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები