ვიოლა ფონ კრამონი – „აგენტების კანონზე": ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში

16-04-2024 10:11:57 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან ნათელია: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტი კანონპროექტის შესახებ პოზიციას რეზოლუციებში დააფიქსირებს.

„ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები