GDI: მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა

15-04-2024 23:37:48 საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) წერს, რომ შსს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს”.

„პოლიციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, სპეციალური ძალისა და საშუალებების გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ ამ ეტაპიდანვე უკანონოდ აქცევს.

მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე, შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება”, –ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Новости

Другие новости