ალექსანდრე დუგინი: „საქართველო სწორ გზაზეა“

15-04-2024 21:59:04 პოლიტიკა

რუსი ულტრანაიცლონალიტი იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ფილოსოფოსი ალექსანდე დუგინი საქართველოს ხელისუფლებას აქებს.

„საქართველო სწორ გზაზეა, სურს სუვერენიტეტი, მეხუთე კოლონის განადგურება, ჩვენ დავდექით ამ გზაზე და დადებითი ეფექტი სახეზეა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და კენწეროს ვურტყამთ, რამდენი ლიბერალური აგენტურა დარჩა საზოგადოების სიღრმეებში, ელიტაში, ჩინოვნიკებში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მთელი ავგიას თავლა. ღვთის წყალობით ჩვენ მათ გავწმენდთ“, - განაცხადა დუგინმა.

მან საკუთარ ტელეგრამარხზე გააზიარა კადრები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, რომელზეც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტრიბუნასთან მყოფ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს სახეში ჩაარტყა. დუგინმა, აგრეთვე, დაწერა, რომ „საქართველოს სჭირდება სტალინი"

"წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალისტური სიბინძურე და ქართველი ხალხის სირცხვილი გაანადგურებს ამ მშვენიერ ქვეყანას“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები