რა თქვა კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე შოლცმა –  გერმანიის საელჩო კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანს ავრცელებს

15-04-2024 14:18:57 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტავს, რა თქვა კანცლერმა ოლაფ შოლცმა 12 აპრილს ბერლინში პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

საელჩო შოლცის განცხადების ქართულ თარგმანს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა“.

გერმანიის საელჩომ კანცლერის განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც "ქართული ოცნების" წევრების ნაწილმა ოლაფ შოლცის განცხადების "დამახინჯებაში" ქართველი თარჯიმანი დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები