პრეზიდენტი: ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მივიღე

12-04-2024 21:22:03 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

„მე გეტყვით რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება ამ დილით, 10:00 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არასწორია, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, პროცედურები წინ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მე საკუთარ თავთან ერთად, ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მივიღე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

აქვე პრეზიდენტმა სამართალდამცველებს მრახდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, შევდივართ ფაზაში, როდესაც ცდილობენ, ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება და აქ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები