კულება: თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გაემართება

29-03-2024 20:33:47 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, "თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გაემართება". ამის შესახებ მან The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის იმპერიალისტური პროექტის მომავალი უკრაინაზეა დამოკიდებული

"როდესაც რუსეთი ამ ომს წააგებს, მას ახალი პოლიტიკური მოდელის მიღება მოუწევს, რომელიც იმპერიალისტურ ექსპანსიას არ მოიაზრებს. თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს არ განიცდის, მაშინ პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება”, - განაცხადა კულებამ.

როგორც მან აღნიშნა, "ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უბრალოდ უკრაინის დაპყრობა არ არის".

"პუტინის სტრატეგიული მიზანი საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენაა. მან თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო”, - განაცხადა კულებამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები