საბერძნეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

29-03-2024 13:48:32 ევროპა

სამხრეთ საბერძნეთში, დასავლეთ პელოპონესის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ათენის სეისმოლოგიური ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრა პარასკევს დილით 9:12 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ზღვის ფსკერზე, სტროფადების კუნძულების მახლობლად იყო.

ზლიერ მიწისძვრამდე, რამდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა 4,3 მაგნიტუდის ბიძგები.

იტყობინებიან, რომ ბიძგები საბერძნეთის დედაქალაქსა და სამხრეთ კუნძულ კრეტაზე იგრძნობოდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები