თამარ კორძაია: „ქართული ოცნება“ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს

29-03-2024 12:51:29 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს".

"ძალით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მოქალაქეების მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლება არ ისმენს. რაც შეეხება მომდევნო დაკვირვებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, “ქართული ოცნება” იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ მოამზად კანონპროექტი, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ამასთან, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. „ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები