ბაიდენი: რამდენიმე არაბული ქვეყანა მზადაა, აღიაროს ისრაელი

29-03-2024 12:36:25 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რამდენიმე არაბული ქვეყანა, მათ შორის საუდის არაბეთი, მზადაა, „სრულად აღიაროს ისრაელი“ მომავალ შეთანხმებაში. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე განაცხადა, იუწყება Bloomberg.

ღონისძიების დროს ბაიდენმა, ისევე როგორც მისმა დემოკრატმა წინამორბედებმა ბილ კლინტონმა და ბარაკ ობამამ, უპასუხეს ახლო აღმოსავლეთში მათი პოლიტიკის კრიტიკოსებს.

"მე ვიმუშავე საუდელებთან და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანესთან და კატართან. ისინი მზად არიან სრულად აღიარონ ისრაელი", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ”ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის უნდა არსებობდეს შეთანხმება”.

"აუცილებელი არაა, ეს დღეს მოხდეს. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი მოძრაობა და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება", - თქვა ბაიდენმა.

მან დასძინა, რომ ძალიან ბევრი პალესტინელი და ისრაელელი დაიღუპა ისრაელსა და ჰამასს შორის ომში.

„აშკარაა, რომ ისრაელი ღრმად არის გაბრაზებული და ჰამასი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქმედებები, რომელიც იწვევს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების სიკვდილს“, - თქვა ბაიდენმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები