სომხეთში სოლოვიოვის გადაცემები აკრძალეს

29-03-2024 12:27:50 მსოფლიო

სომხეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ჩვენება დაბლოკა.

სომხეთის მიერ აკრძალული ორი საავტორო პროგრამა „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირის საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რტრ პლანეტაზე“ გადის.

სომხეთის „ტელერადიომაუწყებლობის ქსელის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება დაიბლოკა რუსეთთან მასობრივი ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების პირობების მუდმივად დარღვევისთვის".

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ რუსეთს ჯერ კიდევ თებერვალში გაუგზავნა საპროტესტო ნოტა მასობრივი ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების დარღვევის გამო და განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არ მოითმენს გადაცემებს ისეთი შინაარსით, რომელიც შეურაცხყოფს სახელმწიფოს და ხალხის ღირსებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები