იტალიაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

29-03-2024 09:43:30 მსოფლიო

იტალიის ქალაქ მატერაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედის იუწყება, 29 წლის კაცი ფსონების ცენტრის Goldbet ძარცვაშია ბრალდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი 20 მარტს ქალაქის ცენტრში მდებარე ფსონების ცენტრში შეიჭრა, თანამშრომელს სამზარეულოს დანით დაემუქრა, აიძულა 6 000 ევრო მიეცა და გაიქცა. იგი პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა.

საქართველოს მოქალაქე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

იგი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები