ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა

29-03-2024 09:26:59 საზოგადოება

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა.

ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

ცნობისთვის: ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები