ბრიტანეთში ნავებით ჩასული მიგრანტების რაოდენობამ ახალ რეკორდს მიაღწია

28-03-2024 21:01:46 მსოფლიო

2024 წელს დიდ ბრიტანეთში 4 000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა ნავებით, რაც რეკორდული მაჩვენებელია წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.იუწყება Reuters.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 26 მარტამდე 4 644 ადამიანი გამოავლინეს, რომლებიც ლა–მანშის სუტის გავლით პატარა ნავებით, განსაკუთრებით გასაბერი ნავებით შევიდნენ ქვეყანაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დიდ ბრიტანეთში 3770 მიგრანტი ჩავიდა, 2022 წელს - 4162 ადამიანი, რაც წინა რეკორდული მაჩვენებელი იყო.

”ადამიანების მიუღებელი რაოდენობა, რომლებიც აგრძელებენ ლა–მანშის სრუტის გადაკვეთას, მეტყველებს იმაზე, თუ რატომ უნდა დავიწყოთ დეპორტაცია რაც შეიძლება სწრაფად,” - თქვა გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბრიტანეთი მჭიდროდ თანამშრომლობს საფრანგეთის პოლიციასთან, რომელიც მზარდ ძალადობას და არეულობას აწყდება საკუთარ სანაპიროებზე, რათა თავიდან აიცილოს თავშესაფრის მაძიებლების ეს იზიტები.

მიგრანტების რაოდენობის ზრდა ზეწოლას ახდენს პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკზე, რომლის კონსერვატიული პარტიაც ოპოზიციურ ლეიბორისტებს ჩამორჩება საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ხოლო იმიგრაცია ზოგიერთი ამომრჩევლის შეშფოთების მთავარი საკითხია.

არის ცნობები, რომ შესაბამისი კანონპროექტის განხილვას აპრილიდან დაიწყებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები