რუსული სუ–35 ზღვაში ჩავარდა

28-03-2024 20:08:02 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლთან ზღვაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-35 ჩავარდა, - ამის შესახებ რეგიონის რუსმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხში დაწერა.

„სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. პილოტმა შეძლო კატაპულტირება. ის მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - წერს რუსი გუბერნატორი.

სოციალურ ქსელები ინციდენტის ამსახველი ვიდეოებიც გამოქვეყნა. ჩანს, რომ ვარდნამდე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები