ზელენსკი: რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს, ახლა გვჭირდება დახმარება

28-03-2024 20:03:04 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსული ძალები მაის–ივნისისთვის მორიგ მასიურ შეტევას ამზადებენ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა ესაჭიროება დახმარება.

„ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მომზადება, არა მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ნამდვილად ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დავასტაბილურეთ სიტუაცია. მე ვამბობ, რომ ახლა გვჭირდება დახმარება“, - თქვა ზელენსკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ზელენსკის თქმით, მოახერხეს რუსების შეკავება, პარტნიორების დახმარების გარეშე გაჭირდება თავის დაცვა, კიდევ ერთი დიდი შეტევისას.

პრეზიდენტის თქმით, მოსამზადებლად სასწრაფოდ საჭიროა პარტნიორების დახმარება: "ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ. ამიტომ უნდა მოვემზადოთ".

მანამდე ბრიტანულმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ობიექტებზე.

არსევე არსებობს ცნობები, რომ რუსები ახალ ფორმირებებს აკომპლექტებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები