ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა ხარჯებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე

28-03-2024 18:29:39

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში გადადგა.

როგორც ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, კარინშმა თანამდებობის დატოვების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ევიკა სალინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მანამდე, 23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კარინშის პრემიერ-მინისტრობის დროს ფრენებზე გაწეული ხარჯების, მათ შორის კერძო თვითმფრინავების გამოყენების ირგვლივ.

კარინში ლატვიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პოზიციას ოფიციალურად 10 აპრილს დატოვებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები