გერმანიის პროკურატურამ Siemens-ის თანამშრომლებს სანქციების დარღვევაში დასდო ბრალი

28-03-2024 18:22:35 მსოფლიო

ჰამბურგის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა Siemens-ის ხუთ თანამშრომელს. მათ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევას ედავებიან. აღნიშნული ქმედება კი გამოიხატა ანექსირებულ ყირიმში გაზის ტურბინების მიწოდებაში. ბრალდებულთაგან ოთხი გერმანიის მოქალაქეა, ერთი საფრანგეთისა და შვეიცარიის.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხუთმა ბრალდებულმა, ჰამბურგიდან პეტერბურგში 111 მილიონი ევროს ღირებულების ტურბინების მიწოდებაში დახმარებისას, იცოდა, რომ საბოლოო დანიშნულება ყირიმში არსებული ორი ელექტროსადგური იქნებოდა.

Siemens-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან.

თავად ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

2017 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ანექსირებულ ყირიმს, სანქციების გვერდის ავლით Siemens ოთხი ძლიერი გაზის ტურბინა მიეწოდა. ხელშეკრულების საერთო თანხა, 7 ტურბინაზე გათვლით 213 მილიონ ევროს შეადგენდა. ანექსირებულ ყირიმს შვიდი ტურბინიდან მხოლოდ ოთხი მიეწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები