საბრძოლო მასალები, დრონები, ტექნიკა – გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

28-03-2024 18:10:29 მსოფლიო

გერმანიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც, კერძოდ, მოიცავს საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალებს, დრონებს და ნაღმების გამწმენდ მანქანებს.

გერმანიის მთავრობის ცნობით, დახმარების ახალი პარტიის ფარგლებში უკრაინამ მიიღო 18 ათასი 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა ბუნდესვერის მარაგებიდან (გერმანულ ქარხნებში წარმოებული) , საბრძოლო მასალა Leopard 2A6 ტანკებისთვის, ასევე 14 Vector სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი და 30 RQ-35 Heidrun სადაზვერვო დრონი.

გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 5 Warthog-ის სარემონტო–საევაკუაციო მანქანა, 9 Warthog-ის ყველგანმავალი მანქანა, 6 WISENT 1 ნაღმების გამწმენდი მანქანა, 2 BEAVER ხიდის დამგები მანქანა, ერთი საინჟინრო BREM Bergepanzer 2, 3 სასაზღვრო მანქანა და 6 Mercedes-Benz Zetros–ის საწვავმზიდი.

პაკეტში ასევე შედის SATCOM სათვალთვალო სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2056 RGW90 Matador ყუმბარმტყორცნი და 70 GMG ყუმბარმტყორცნი, 2 ავარიული ელექტროგენერატორი და ა.შ.

გერმანიის მთავრობამ ასევე განაახლა იმ დახმარების სია, რომელიც უკრაინამ მომავალში უნდა მიიღოს. ამ პაკეტში ფიქსირდება რაკეტები "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 20 "მარდერის" ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია უახლოეს დღეებში ბუნდესვერის არსენალებიდან 10 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდის უკრაინას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები