ჩეჩენი პოლიტპატიმარი ზარემა მუსაევა საავადმყოფოში გადაიყვანეს

28-03-2024 17:54:50 კავკასია

ჩეჩენი ოპოზიციონერების იანგულბაევების დედა, ზარემა მუსაევა, რომელიც ხუთწლიან სასჯელს იხდის არგუნის სასჯელაღსრულების კოლონიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას ძლიერი შეშუპება დაეწყო და მკვეთრად გაუუარესდა მხედველობა. ამის შესახებ „წამების საწინააღმდეგო გუნდი“ ადვოკატ ალექსანდრ სავინის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

მუსაევას დიაბეტი აქვს და ინსულინდამოკიდებულია. მას ახლახანს დაუნიშნეს ახალი მედიკამენტები, რადგან ძველი მკურნალობის მეთოდი ვერ უხსნიდა ქრონიკული დაავადების სიმპტომებს. გარდა ამისა, მას კატარაქტას დიაგნოზი დაუსვეს. შაქრიანი დიაბეტისა და მხედველობის პრობლემების გარდა, მუსაევამ დაეწყო ძლიერი ტკივილები. ახლა ის მუდმივად იღებს ტკივილგამაყუჩებლებს, – თქვა ადვოკატმა.

მარტის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ არგუნის კოლონიის ხელმძღვანელობას ორ თვეზე მეტია, არ დაუნიშნავს სამედიცინო კომისია ზარემა მუსაევისთან დაკავშირებით, რაც აუცილებელი იყო მისი პირობით გათავისუფლების შესახებ განაცხადის განსახილველად.

ქალს უწოდებენ ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მძევალს, რადგან ვერ მისწვდა მის კრიტიკოსებს, რომლებიც ამჟამად დევნილობაში იმყოფებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები