ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

28-03-2024 17:32:48 ეკონომიკა

28 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.06 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6978 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.25 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9112 ლარი გახდა.

1.80 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4035 ლარი გახდა. თურქული ლირას კურსმა 8.34 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები