ომბუდსმენმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში დარღვევები გამოავლინა

28-03-2024 17:04:24 საზოგადოება

სახალხო დამცველის მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოწვეულ ექსპერტთან და ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი 9 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, შეისწავლეს უფლებამოსილი უწყებებიდან გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია:

"მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა".

ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ ანგარიში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირებისათვის. მანამდე კი სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები