ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად თანხა გამოყო

28-03-2024 14:56:48 მსოფლიო

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა თანხის გამოყოფა საკუთარი ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ევროპის ფარგლებს გარეთ შეძენას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, იუწყება ჩეხური გამოცემა Novinky.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბრძოლო მასალის ინიციატივას უკვე შეუერთდა თითქმის 20 ქვეყანა, რადგან მათ ესმით, რომ ეს არის ერთადერთი გზა უკრაინაში საჭირო საბრძოლო მასალის მოკლე დროში გასაგზავნად. გამოყოფილი თანხის ოდენობა უცნობია.

”უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ დამატებითი საბრძოლო მასალა ჩავა კვირების ან თვეების განმავლობაში და შეძლებს ტაქტიკის შესაბამისად ადაპტირებას”, - თქვა პრემიერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები