ევროპის ჩემპიონატის პერიოდში საქართველოდან გერმანიის მიმართულებით კვირაში 30 პირდაპირი ფრენა შესრულდება

28-03-2024 14:06:59 საზოგადოება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველო ევროპის ჩემპიონატს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება. კერძოდ, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს 4 ავიაკომპანია, 8 მიმართულებით, კვირაში 30 სიხშირით.

Georgian Airways

• თბილისი - მიუნხენი - თბილისი - 3 სიხშირე;

• თბილისი - ბერლინი - თბილისი - 2 სიხშირე კვირაში.

Wizz Air

• ქუთაისი - ბერლინი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი - დორტმუნდი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი - მემინგემი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი - ჰამბურგი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი - ფრანკფურტი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე.

Lufthansa

• მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი - 10 სიხშირე კვირაში.

Eurowings

• ბერლინი - თბილისი - ბერლინი - 1 სიხშირე კვირაში;

• დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი - 2 სიხშირე კვირაში.

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები